The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლუკა მოსულიშვილი

ლუკა მოსულიშვილი
Other name:ლუკა მოსულოვი
Date of birth:1836
Date of death:1907  (at 71 years)
Burial location:წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, Სოფელი ნუკრიანი
Category:Public official, Manufacturer, Public Man

Biography

ლუკა მოსულიშვილი (მოსულოვი) XIX საუკუნეში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა კახეთში. იგი ცნობილი იყო თავისი საზოგადო და სამეწარმეო საქმიანობით. განათლებით პროვიზორმა კახეთში პირველმა დააარსა საფთიაქო ქსელი (თელავში, სიღნაღში, ლაგოდეხში, დედოფლისწყაროში და სხვ.), ფლობდა მამულებს, ეწეოდა მეღვინეობასა და მეფუტკრეობას. ქველმოქმედების მიზნით ხაზინაში შეიტანა მილიონი რუსული რუბლი და ქართველ სტუდენტებს სტიპენდია დაუნიშნა. ახეთის დასაცავად ზარბაზნები შეიძინა. ასევე ცნობილია, რომ მას როგორც საკუთარ, ისე თავის შვილების სახელზე შვეიცარიის ბანკში შეტანილი ჰქონდა სოლიდური თანხა, მაგრამ 1921 წლის რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ და 1924-1937 წლების ცნობილი მოვლენების (თავდასხმები, აჯანყებები და რეპრესიები) დროს სრულად განადგურდა და დაიკარგა მოსულიშვილების ყველა საბუთი. ლუკა მოსულიშვილს ჰყავდა 8 შვილი, რომელთა შთამომავლები ცხოვრობენ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც. სიღნაღის ქალაქისთავი, ქველმოქმედი. 

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.285

Awards and Honors

  • წმინდა გიორგის ჯვარი

Share: