Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვაჟა მამაიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ტიბაანი, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1962 წელს. იმავე წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეღვინეობის განყოფილებაში. 1965-1968წწ. იყო საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი; 1970-1984წწ. იყო საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნირო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მეღვინეობის განყოფილების ნორმირების სექტორის გამგე. 1984 წლიდან მუშაობდა ღვინის მრეწველობის სახელმწიფო კომიტეტის სიღნაღის ღვინის კომბინატის გენერალურ დირექტორად, სიღნაღის რაიონის სამრეწველო-კომერციული ფირმა "ქიზიყის" დირექტორად. წლების მანძილზე მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე, არის მთელი რიგი კომპანიებისა და ორგანიზაციების წევრი და დამფუძნებელი. გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია და 25 სამეცნიერო ნაშრომი. ვაჟა მამაიაშვილი 2000 წლის მაისში, საფრანგეთში, პარიზში გამართულ მევენახეობისა და მეღვინეობის ოცდამეხუთე საერთაშორისო კონგრესზე, როგორც საერთაშორისო ექსპერტი მიწვეული იყო მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო ასოციაციის გენერალური მდივნის გეორგ დუტრუკ როსეტეს მიერ. ღვინის ტექნოლოგი. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1971 წელს - ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.275 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |