Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვანო გოშხეთელიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ზარათი, წყალტუბოს რაიონი. დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ტექნიკუმი 1930 წელს; ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი 1937 წელს. ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ გაიგზავნა მასწავლებლად ბაღდათის რაიონის სოფელ კაკასხიდსა და წითელხევში; 1932 წელს გადმოიყვანის ქუთაისის რაიონის სოფელ რიონის 7 წლიანი სკოლის გამგედ; 1937 წელს მობილიზაციის წესით გააგზავნეს ქალაქ გორის მე-4 საშუალო სკოლის დირექტორად; 1938 წელს ჩაირიცხა მოსკოვის ვ.ი. ლენინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ასპირანტურაში და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; 1941 წელს აირჩიეს ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ზოოლოგიის კათედრის დოცენტად, კითხულობდა ლექციებს დარვინიზმში, იყო დარვინიზმის კაბინეტის გამგე; 1945-1950წწ. ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფუნდამენტური ბიბლიოთეკის გამგე; 1953-1959წწ. მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტის ქუთაისის ფილიალის დირექტორი; 1959-1960წწ. ქუთაისის ოლქის განათლების განყოფილების გამგე; 1960-1962წწ. ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის პრორექტორად სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის დარგში; 1962-1965წწ. ამავე ინსტიტუტის რექტორი; 1965-1993წწ. მუშაობდა ამავე ინსტიტუტის ზოოლოგიის კათედრის დოცენტად. გამოქვეყნებული აქვს არაერთი საინტერესო გამოკვლევა, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ზოოლოგიის შესწავლისა და განვითარების საქმეში. წყარო: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები = The rectors of Akaki Tsereteli State University / იმერ ბასილაძე, ნესტან კუტივაძე.-ქუთაისი, 2013.-გვ.37-39 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |