The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ემელიან ცინცაბაძე

Date of birth:8 March, 1903
Date of death:22 November, 1978  (at 75 years)
Burial location:ფერიის სასაფლაო, ბათუმი
Category:Economist, Public official

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ზომლეთი, ახლანდელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოც-ეკონომიკური ფაკულტეტი 1927 წელს.

ხუთი წლის ასაკიდან იზრდებოდა ქობულეთში, იქ ოჯახის გადასვლის გამო. დაწყებითი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ბათუმის ქართულ გიმნაზიაში, რომელიც შემდგომ ჰუმანიტარულ ტექნიკუმად გადაკეთდა; 1923 წელს ტექნიკუმის დამთავრებისთანავე აჭარის ასსრ სახალხო კომისართა საბჭომ გაგზავნა ქ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლესი განათლების მისაღებად და დაენიშნა გაძლიერებული სტიპენდია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა ბათუმში; 1928 წლიდან აჭარის მიწსანკომის საბჭოთა მეურნეობის სამმართველოს პირველი საბჭოთა მეურნეობის (შემდგომში ახალშენის ციტრუსების საბჭოთა მეურნეობა) გამგეა; 1930 წლიდან აჭარის ადგილობრივი მრეწველობის კომისარიატის საგეგმო განყოფილებაში ეკონომისტის თანამდებობაზეა; 1930–1959წწ. გაიარა გზა რიგითი მგეგმავი ეკონომისტიდან საგეგმო განყოფილების გამგემდე; 1959 წლიდან აჭარის ყრუ-მუნჯთა საზოგადოებაში მუშაობდა უფროს ეკონომისტად; ადგილობრივი მრეწველობის სამინისტროს დავალებით მსახურობდა ქობულეთის, ხულოს, შუახევის, ქედის რაიონებში; 1964 წლიდან მუშაობდა უფროს ეკონომისტად საქართველოს სამხატვრო ფონდის აჭარის სამხატვრო საწარმოო განყოფილებაში.

წყარო: ნეკროლოგი / საბჭოთა აჭარა. - ბათუმი, 1978, N228

Awards and Honors

  • 1968 - საქართველოს დამსახურებული ეკონომისტი

Share: