შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალერიან მახარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი სამება, ჩოხატაურის რაიონი. ვალერიან მახარაძე იყო ტყიბულის ლენინის სახელობის მაღაროს ინჟინერი. პირველად დააპატიმრეს 1923 წელს კონტრრევოლუციური საქმიანობისათვის (იყო აქტიური მენშევიკი), მეორედ 1937 წელს. "სამეულის" სხდომა გაიმართა 1937 წლის 3 დეკემბერს; ბრალად ედებოდა, რომ ირიცხებოდა კონტრრევოლუციურ, ტროცკისტულ-ტერორისტულ და დივერსიულ-მავნებლურ ორგანიზაციაში, რომლის დავალებითაც ატარებდა ძირგამომთხრელ საქმიანობას ტყიბულტრესტის მაღაროებში. 1937 წლის აპრილში ჭანიშვილთან ერთად ლენინის სახელობის მაღაროში გააჩინა ხანძარი, ხელს უშლიდა ხანძრის ლოკალიზაციას, რის შედეგადაც მაღარო ხანგრძლივი დროით გამოვიდა მწყობრიდან. მიესაჯა დახვრეტა პირადი ქონების კონფისკაციით. რეაბილიტირებულია ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის 1956 წლის 6 იანვრის № 8/4 გადაწყვეტილებით. წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) : ბიოგრაფიები: 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიები საქართველოში: facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |