Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არტემ ჩაჩუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ოფეთი, სამტრედიის რაიონი. არტემ ჩაჩუა იყო პედაგოგიური სასწავლებლის პედაგოგი. პირველად დააპატიმრეს 1923 წელს, მიესაჯა გასახლება საქართველოს ფარგლებს გარეთ 3 წლით, მეორედ დააპატიმრეს 1937 წლის 15 ოქტომბერს. ბრალად ედებოდა, რომ 1915 წლიდან იყო "ახალგაზრდა მარქსისტთა კ/რ ორგანიზაციის" წევრი. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ აგრძელებდა კონტრრევოლუციურ საქმიანობას. 1936 წელს შევიდა "ახალგაზრდა მარქსისტთა" არალეგალური, ტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის ცენტრალურ კომიტეტში. ამავე დროს ეწეოდა კონტრრევოლუციურ და მავნებლურ საქმიანობას მემარჯვენეების კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში. "სამეულის" სხდომა ჩატარდა 1937 წლის 2 დეკემბერს. მიესაჯა დახვრეტა და პირადი ქონების კონფისკაცია. წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) : ბიოგრაფიები: 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიები საქართველოში: facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |