The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზაქარია ამაშუკელი

ზაქარია ამაშუკელი
Other name:ზადართ ამაშუკელი
Date of birth:30 June, 1862
Date of death:3 April, 1942  (at 79 years)
Burial location:ქ. ბელგრადი ( ყოფილი იუგოსლავია) ახლანდელი სერბეთი
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქუთაისის გუბერნია.

1881 წელს დაამთავრა ვორონეჟის კადეტთა კორპუსი 1881 წელს; ნიკოლოზის საკავალერიო სასწავლებელი 1883 წელს.

1881 წლიდან იყო სამხედრო სამსახურში. ირიცხებოდა ტვერის 43-ე (1907 წლიდან მე-16) დრაგუნთა პოლკში. 1914 წელს მიიღო პოლკოვნიკის წოდება. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში, განსაკუთრებით გამოიჩინა თავი 1915 წლის 11 ივლისს ხან-ოღლისთან ბრძოლაში, სადაც თავისი ცხენოსანთა ესკადრონით წარმატებული იერიში განახორციელა. 1917 წლის 10 ივლისს მიიღო გენერალ-მაიორის წოდება. მონაწილეობდა გენერალ ბარათოვის ექსპედიციაში სპარსეთში. მეთაურობდა რეველის სასაზღვრო პოლკს. 1919 წელს მსახურობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის არმიაში საკავალერიო დივიზიის შტაბის უფროსად. ყირიმის ევაკუაციამდე მონაწილეობდა სამხრეთ რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და რუსული არმიის "თეთრ მოძრაობაში". 1920 წელს ემიგრაციაში წავიდა იუგოსლავიაში. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი.

წყარო: Военная элита Кавказа: Кн. 1: Генералы и адмиралы из Грузии / Мамука Гогитидзе. – Тбилиси, 2007 (caucasianhistory.info)

Awards and Honors

  • 1916 - წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი
    ხან-ოღლისთან ბრძოლა (1915 წლის 11 ივლისი)
  • 1916 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • 1915 - წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენი
  • 1915 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1901 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • 1890 - წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი

Share: