Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბორის ბოქოლიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბოდბისხევი, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი 1960 წელს. 1950-1953წწ. მუშაობდა სოფელ ბოდბისხევის კოლმეურნეობაში; 1960-1961წწ. იყო საქართველოს ხე-ტყის დამამუშავებელი მრეწველობის სამმართველოს საკონსტრუქტორო ბიუროს უფროსი კონსტრუქტორი; 1961-1964წწ. მოსკოვის სატყეო ტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტი (იქვე დაიცვა დისერტაცია). 1964 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ასისტენტის, დოცენტის, პროფესორის თანამდებობაზე. 1984-1986წწ. იყო თბილისის ხის დამამუშავებელი კომბინატის დირექტორი, თბილისის მუსიკალური ინსტრუმენტების საწარმოო გაერთიანების გენერალური დირექტორი, 1971-1984წწ. მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ფაკულტეტის დეკანი (1989, 1995), მექანიკა-მანქანათმშენებლობის ახლად ჩამოყალიბებული სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორი (1991). ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.265; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.111 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |