Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
აკაკი გვახარია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხონი. დაპატიმრებამდე მუშაობდა საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატის პირველი სკოლის დირექტორის მოადგილედ. პირველად დააპატიმრეს 1921 წელს საგანგებო კომისიამ, გასამართლებული იყო საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 58-7, 58-8, 58-11 მუხლით; მეორად დააპატიმრეს 1937 წლის 20 სექტემბერს, ბრალად ედებოდა, რომ იყო მემარჯვენეთა კონტრრევოლუციურ-ტერორისტული, მავნებლური ორგანიზაციის წევრი, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობა და კაპიტალიზმის რესტავრაცია საკავშირო კპ(ბ)-ის და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ ტერორისა და ძირგამომთხრელი მავნებლურის საქმიანობის გზით. 1931 წლის მარტში აკაკი კონსტანტინეს ძე გვახარია მემარჯვენეთა კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში გადაიბირა ხალხის მტერმა, საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატის აპარატში მოქმედი კონტრრევოლუციური ორგანიზაციის საქმესთან დაკავშირებით აწ უკვე პასუხისგებაში მიცემულმა კ. ე. ბერიძემ. კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში შესვლის დღიდან მის დაპატიმრებამდე (1937 წლის 20 სექტემბერი) იგი ეწეოდა აქტიურ ძირგამომთხრელ, მავნებლურ კონტრრევოლუციურ საქმიანობას სახალხო განათლების საქმეში, საქმის კურსში იყო კონტრრევოლუციურ ორგანიზაციის საკავშირო კპ(ბ)-სა და საბჭოთა ხელისუფლების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ ტერორისტული გეგმების შესახებ. თავი დამანაშავედ არ ცნო. "სამეულის" სხდომა გაიმართა 1937 წლის 9 ნოემბერს, მიესაჯა დახვრეტა პირადი ქონების კონფისკაციით. წარსულში - სოციალ-ფედერალისტების პარტიის წევრი, შემდეგ უპარტიო. რეპრესირებული. წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდი: სტალინური სიები საქართველოდან:
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |