The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით აფციაური

დავით აფციაური
Date of birth:1897
Date of death:20 September, 1937  (at 40 years)
Category:Public official

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი წინამხარი, დუშეთის რაიონი.

აპატიმრებამდე იყო კვების მრეწველობის სახელმწიფო კომიტეტის კადრების განყოფილების უფროსი. 1937 წლის 15 ივნისს დააპატიმრეს საქართველოს სსრ შინსახკომის ორგანოებმა. "სამეულის" სხდომა ჩატარა 1937 წლის 19 სექტემბერს; ბრალად ედებოდა, რომ გამოძიების პროცესში, პირველ დაკითხვაზე 1937 წლის 17 ივნისს დავით აფციაურმა მისცა ჩვენება: "1922-1923 წწ. დუშეთისა და თელავის მაზრაში პასუსმგებელ თანამშრომლად მუშაობის დროს, ვიყავი ნაციონალურ უკლონისტური ორგანიზაციის წევრი. 1923 წელს დავტოვე ორგანიზაცია და გავაგრძელე პარტიის გენერალური ხაზი..." შემდეგ, ამავე დაკითხვაზე  დავით აფციაურმა მისცა ჩვენება, რომ ის და კოტე გორდელაძე საქართველოს სსრ კპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის ხელმძღვანელობის, კერძოდ კი ლავრენტი ბერიას წინააღმდეგ იყვნენ განწყობილნი, რადგან ის იყენებდა ჩეკისტურ მეთოდებს პარტორგანიზაციებში და ხელმძღვანელობაში. 1937 წლის 9-10 აგვისტოს დაკითხვაზე დავით აფციაურმა თავდაპირველად კატეგორიულად უარყო თავისი თანამონაწილეობა კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში, მაგრამ გამოძიების მსვლელობისას მისცა აღიარებითი ჩვენება. მან სასამართლოზე თავი ცნო დამნაშავედ. სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელი სესიის 1937 წლის 19 სექტემბრის განჩინებით დავით სპირიდონის ძე აფციაურს მიესაჯა დახვრეტა.

წყარო: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI): ბიოგრაფიები:1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიები საქართველოში:  facebook.com

Member of Organizations

  • სკკპ(ბ) პარტია, წევრი (1917-)

Share: