The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბორის კორძაძე

ბორის კორძაძე
Date of birth:1935
Date of death:2014  (at 79 years)
Category:Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი საყულია, ქუთაისის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი, სპეციალობა ავტომობილები და ტრაქტორები 1958 წელს.

მუშაობდა ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში, ძრავების ლაბორატორიის გამგედ; შემდგომ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტში, იყო თბოენერგეტიკული განყოფილების უფროსი. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის თემებია: სასიმაღლო პირობებში ტურბოჩაბერვიანი დიზელის ძრავს წევითი და სამუხრუჭო რეჟიმებზე მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების სამეცნიერო საფუძვლებისა და მეთოდების დამუშავება; ტრანსპორტის ენერგეტიკაში ალტერნატული, ეკოლოგიურად სუფთა საწვავების გამოყენების საკითხები. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2002).

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.238


Share: