The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვარლამ ლეკიაშვილი

ვარლამ ლეკიაშვილი
დაბადების თარიღი:1941  (84 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბოდბე, სიღნაღის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით 1965 წელს.

1966-1968წწ. მუშაობდა საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის სამინისტროს სისტემაში უფროსი ინჟინრის თანამდებობაზე; 1974-1978წწ. იყო მოსკოვის ავტოსაგზაო ინსტიტუტის ასპირანტი, შემდეგ უმცროსი მეცნიერ-მუშაკი; 1968 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში: ასისტენტის, დოცენტის, კათედრის გამგის (1993-1998), პროფესორის თანამდებობებზე. სამეცნიერო მოღვაწეობის თემატიკაა - ავტოსატრანსპორტო საშუალებათა და მობილური მანქანების საიმედოობა, საგზაო-მოძრაობის უსაფრთხოება და ორგანიზაცია, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ექსპერტიზა, ავტოსატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების დაპროექტება და ნორმატიული აქტების დამუშავება, ალტერნატიული და ტრადიციული საწვავ-სათბობი მასალების გამოყენების ეფექტურობა და ნორმირება. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი (2003).

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.238

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: