Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვარლამ ლეკიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბოდბე, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით 1965 წელს. 1966-1968წწ. მუშაობდა საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის სამინისტროს სისტემაში უფროსი ინჟინრის თანამდებობაზე; 1974-1978წწ. იყო მოსკოვის ავტოსაგზაო ინსტიტუტის ასპირანტი, შემდეგ უმცროსი მეცნიერ-მუშაკი; 1968 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში: ასისტენტის, დოცენტის, კათედრის გამგის (1993-1998), პროფესორის თანამდებობებზე. სამეცნიერო მოღვაწეობის თემატიკაა - ავტოსატრანსპორტო საშუალებათა და მობილური მანქანების საიმედოობა, საგზაო-მოძრაობის უსაფრთხოება და ორგანიზაცია, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ექსპერტიზა, ავტოსატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების დაპროექტება და ნორმატიული აქტების დამუშავება, ალტერნატიული და ტრადიციული საწვავ-სათბობი მასალების გამოყენების ეფექტურობა და ნორმირება. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი (2003). წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.238 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |