Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მაკარ ფანცულაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი კახათი, ზუგდიდის რაიონი. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ სწავლა განაგრძო ე. წ. მუშფაკში (სპეციალური სასწავლებელი, მუშათა ფაკულტეტი) თბილისში. სამხედრო მეთაურების წარდგინებით, ჩაირიცხა მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიაში, მოსკოვში. მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში პოლიტიკურ სამუშაოზე მსახურობდა 1924 წლიდან. დაპატიმრების მომენტში მაკარ ფანცულაია იყო 47-ე საარტილერიო პოლკის I დივიზიონის პოლიტხელი, წოდებით უფროსი პოლიტხელი. დაპატიმრებისას ბრალად დაედო, რომ იგი 1932 წლიდან შედიოდა არალეგალურ, სამხედრო კონტრრევოლუციურ მემარჯვენე-ტროცკისტულ ორგანიზაციაში, პარტიულ-პოლიტიკურ სამუშაოებზე ეწეოდა მავნებლობას, რომელიც მიმართული იყო მუშათა და გლეხთა წითელი არმიის ძლიერების შესუსტებისკენ. კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში ეწეოდა ახალი წევრების გადაბირებას. ბრალდებულმა თავი დამნაშავედ ცნო, მხილებულია ი. ს. ჯალაღანიას, ნ. ი. თავართქილაძის, ნ. ი. მაღალაშვილის და ე. ს. თავართქილაძის ჩვენებებით. "სამეულის" სხდომა გაიმართა 1938 წლის 9 ოქტომბერს, მიესაჯა დახვრეტა და პირადი ქონების კონფისკაცია. დახვრიტეს 1938 წლის 10 ოქტომბერს. წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდი: სტალინური სიები საქართველოდან: nplg.gov.ge; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) : ბიოგრაფიები: 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიები საქართველოში: m.facebook.com; მედიაჰოლდინგი: kvira.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |