The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზეზვა მედულაშვილი

ზეზვა მედულაშვილი
Date of birth:20 December, 1939
Date of death:30 April, 2018  (at 78 years)
Category:Scientist, Translator, Writer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი არაშენდა, გურჯაანის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი არმენოლოგიის სპეციალობით 1962 წელს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე თავდაპირველად სწავლა დაიწყო ირანოლოგიის განხრით, სპარსული ენისა და ლიტერატურის განყოფილებაზე; პირველივე კურსის მეორე სემესტრიდან გადაიყვანეს ახალგახსნილ არმენოლოგიის განყოფილებაზე, რომელიც დაამთავრა კიდეც როგორც არმენოლოგმა, თუმცა სპარსულის სწავლა არ მიუტოვებია და დამოუკიდებლად განაგრძობდა მის უფრო ღრმად შესწავლას და დაუფლებას; ასევე დამოუკიდებლად სწავლობდა თურქულ, აზერბაიჯანულ და სხვა აღმოსავლურ ენებს; 1961 წელს მისი პირველი თარგმანი დაიბეჭდა ალმანახ "მეგობრობის ცისარტყელაში"; მისი თარგმანები: სპარსული, სომხური, ტაჯიკური, უზბეკური, თურქმენული, თურქული, ჩეჩნური, რუსული, გერმანული, აზერბაიჯანული ენებიდან იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში. მისი რედაქტორობით გამოცემულია მრავალი თარგმანი; 1974 წლიდან მუშაობდა მწერალთა კავშირთან არსებულ მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა მთავარ სარედაქციო კოლეგიაში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; მიღებული აქვს ეღიშე ჩარენცის სახელობის (1986), ნაჯაფ ნაჯაფოვის სახელობის (2008), აკად. ზაჰიდ ხალილოვის სახელობის (2012, აზერბაიჯანი) პრემიები, სახალხო დღესასწაულის "პოეზიის დღე-შოთაობა"-ს პირველი პრემია (2011), სომხეთის ჯილდო "კანთეღი" (კანდელი, 2012), ქართული კულტურის ამაგდარის წოდება (2011, თბილისის მერია), ქართული კულტურის დესპანი, საპატიო სიგელი (2012, თბილისის მერია); აღმოსავლეთმცოდნე, პოლიგლოტი.

წყარო: საქართველოს ტელევიზიის 1 არხი: 1tv.geწიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.188; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.131; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 219

Awards and Honors

  • 2012 - ზაჰიდ ხალილოვის პრემია
  • 2011 - პირველი პრემია "პოეზიის დღე-შოთაობა"
  • 2011 - პრემია "საგურამო"
  • 2008 - ნაჯაფ ნაჯაფოვის პრემია
  • 2004 - ლიტერატურული პრემია "საბა"
    აზერბაიჯანული ხალხური ეპოსის "ქოროღლის" თარგმანისათვის
  • 2001 - ღირსების ორდენი
  • 1987 - ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია
  • 1986 - ეღიშე ჩარენცის პრემია
  • დმანისის საპატიო მოქალაქე
  • პანკისის საპატიო მოქალაქე

Bibliography

  • 1001 ბაიათი = 1001 Bayati (Translator). - თბილისი, საქველმოქმედო ფონდი "პალადიუმი", 2013. - 368 გვ.. - ISBN: 978-9941-0-6022-9
  • ათას ერთი აზერბაიჯანული ბაიათი (Translator). - თბილისი, უნივერსალი, 2010. - 186გვ.. - ISBN: 978-99941-17
  • ქოროღლი : აზერბაიჯანული ეპოსი (Translator) // წ.2. - თბილისი, კავკასიური სახლი, 2003. - ISBN: 99928-71-34-2
  • ქოროღლი : აზერბაიჯანული ეპოსი (Translator) // წ.1. - თბილისი, კავკასიური სახლი, 2003. - 248 გვ.. - ISBN: 99928-71-34-2

Share: