The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მურად ყალაბეგაშვილი

მურად ყალაბეგაშვილი
Date of birth:1942  (83 years)
Category:Public official, Engineer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ნაფარეული, თელავის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1965 წელს; 1969 წელს - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მასალათა გამძლეობისა და დრეკადობის თეორიის კათედრის ასპირანტურა.

1965-1991წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში; 1991-2011წწ. - კირიაკ ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტში განყოფილების გამგის და დირექტორის თანამდებობებზე; 2011 წლიდან - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო ტექნოლოგიური ფაკულტეტის მიმართულება "მშენებლობის" ხელმძღვანელი. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებებია: თხელკედლიანი ფილებისა და გარსების ზიდვის უნარი და რაციონალური გაანგარიშება, თხელი ფილებისა და გარსების რადიოაქტიური დასხივების გზით ოპტიმალური დაგეგმარება, გეომეტრიულად არაწრფივი წყვეტილმახასიათებლიანი გარსებისა და ფილების გაანგარიშების მეთოდების დამუშავება, კარკასული და კარკასულ კავშირებიანი შენობების გაანგარიშების მეთოდების დამუშავება მიწისძვრით გამოწვეულ კინემატიკურ იმპულსურ ზემოქმედებაზე; იგივე ამოცანა შეისწავლა მასალის ფიზიკური არაწრფივობის გათვალისწინებით, როცა მასალა მუშაობს პრანდტლის სქემის მიხედვით ან მასალის წრფივად განმტკიცების პირობებში. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2004).

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.286-287

Bibliography


Share: