| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ ჯანდიერი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზაქათალა (საინგილო), აზერბაიჯანი. დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1899 წელს. დახელოვნდა ავსტრიაში პროფესორ აიზელსბერგისა და ნოტნაგელის კლინიკებში, გერმანიაში - პროფესორ ბორისა და ბერგმანის კლინიკებში; მუშაობდა სოფელ კასტორნაიაში (რუსეთი) საექიმო პუნქტის გამგედ; 1904 წელს ჩამოვიდა საქართველოში და სიღნაღის მაზრის ექიმად დაინიშნა; 1904-1917 წლებში სიღნაღში მოღვაწეობის პერიოდში გახსნა აფთიაქები სოფელ ვაქირში, ანაგაში, ბაკურციხეში, აფენში, გურჯაანში; სოფლის სამკურნალოები: ბაკურციხესა და გურჯაანში; საფერშლო პუნქტები: ქოდალაში, კელმეჩურში, ჭიაურში; ოთხსაწოლიანი სასკოლო საავადმყოფო ბოდბის მონასტრის სემინარიის მოსწავლეთათვის; ეწეოდა ქველმოქმედებას - ყოველ წელს სიღნაღის მარინეს სახელობის სასწავლებლის 30 ქალსა და 10 ვაჟს დაწყებით კლასებში უხდიდა სწავლის ქირას (40 მან. წელიწადში თითო ბავშვი); მისი უშუალო თავდადებული შრომის შედეგად მარინეს სკოლა პროგიმნაზიად გადაკეთდა; იყო სიღნაღის სასამართლოს ექსპერტი ექიმი; დედათა და ბავშვთა განყოფილების გამგე; 1922-1923წწ. თბილისის პარტახტიანი ტიფის ბარაკების გამგე; 1923-1930წწ. თბილისის ჯანმრთელობის განყოფილების სასკოლო ინსპექტორი; ამავე სკოლების ჰიგიენის მასწავლებელი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ქირურგიის კათედრის ასისტენტი. მონაწილეობდა კახეთის რკინიგზის მშენებლობაში, 1914 წელს იყო რკინიგზის სადგურის მიმღები კომისიის წევრი. მისი ინიციატივით სიღნაღში გაიხსნა წიგნის მაღაზია, დაარსდა სასოფლო-სამეურნეო ბანკი, ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილება. იყო ილია ჭავჭავაძის პირადი მკურნალი. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.316; საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.720 Member of Organizations
Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

