შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ჯანდიერი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზაქათალა (საინგილო), აზერბაიჯანი. ქართული სათავადაზნაურო ბანკის სტიპენდიით ჩაირიცხა ხარკოვის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1899 წელს. დახელოვნდა ავსტრიაში პროფესორ აიზელსბერგისა და ნოტნაგელის კლინიკებში, გერმანიაში - პროფესორ ბორისა და ბერგმანის კლინიკებში. მუშაობდა სოფელ კასტორნაიაში (რუსეთი) საექიმო პუნქტის გამგედ. 1904 წელს ჩამოვიდა საქართველოში და სიღნაღის მაზრის ექიმად დაინიშნა. 1904-1917წწ. სიღნაღში მოღვაწეობის პერიოდში გახსნა აფთიაქები სოფელ ვაქირში, ანაგაში, ბაკურციხეში, დედოფლისწყაროში, კელმეჩურში, ჭიაურაში; საფერშლო პუნქტი სოფელ ნოვოალექსეევკაში. ნიკოლოზ ჯანდიერმა ბოდბის დედათა მონასტრის სემინარიის მოსწავლეთათვის და მონაზვნებისათვის ოთხსაწოლიანი სასკოლო საავადმყოფო გახსნა;იგი მონაწილეობდა კახეთის რკინიგზის მშენებლობაში, 1914 წელს იყო რკინიგზის სადგურის მიმღები კომისიის წევრი. მისი ინიციატივით სიღნაღში გაიხსნა წიგნის მაღაზია, დაარსდა სასოფლო-სამეურნეო ბანკი, ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილება. იყო ილია ჭავჭავაძის პირადი მკურნალი. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.316 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |