Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნიკოლოზ ჯანდიერი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ზაქათალა (საინგილო), აზერბაიჯანი. ქართული სათავადაზნაურო ბანკის სტიპენდიით ჩაირიცხა ხარკოვის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1899 წელს. დახელოვნდა ავსტრიაში პროფესორ აიზელსბერგისა და ნოტნაგელის კლინიკებში, გერმანიაში - პროფესორ ბორისა და ბერგმანის კლინიკებში. მუშაობდა სოფელ კასტორნაიაში (რუსეთი) საექიმო პუნქტის გამგედ. 1904 წელს ჩამოვიდა საქართველოში და სიღნაღის მაზრის ექიმად დაინიშნა. 1904-1917წწ. სიღნაღში მოღვაწეობის პერიოდში გახსნა აფთიაქები სოფელ ვაქირში, ანაგაში, ბაკურციხეში, დედოფლისწყაროში, კელმეჩურში, ჭიაურაში; საფერშლო პუნქტი სოფელ ნოვოალექსეევკაში. ნიკოლოზ ჯანდიერმა ბოდბის დედათა მონასტრის სემინარიის მოსწავლეთათვის და მონაზვნებისათვის ოთხსაწოლიანი სასკოლო საავადმყოფო გახსნა;იგი მონაწილეობდა კახეთის რკინიგზის მშენებლობაში, 1914 წელს იყო რკინიგზის სადგურის მიმღები კომისიის წევრი. მისი ინიციატივით სიღნაღში გაიხსნა წიგნის მაღაზია, დაარსდა სასოფლო-სამეურნეო ბანკი, ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილება. იყო ილია ჭავჭავაძის პირადი მკურნალი. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.316 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |