შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერაბ ყურაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1959 წელს. 1959-1965წწ.მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; 1966 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო მექანიკის კათედრაზე (ასისტენტი, დოცენტი); 1983 წლიდან იყო ამავე კათედრის გამგე; მისი ხელმძღვანელობით შემუშავებულია ახალი კომბინირებული ალგორითმები და პროგრამული პაკეტი, რომელიც გამოიყენება ნაგებობის დამუშავებისას, განსაკუთრებით ტრანსფორმირებად კონსტრუქციებში; კერძოდ, კოსმიური ბაზირების ანტენების ოპტიმალური დაგეგმარებისას. ის არის ერთ-ერთი დამფუძნებელი და უცვლელი მონაწილე საკავშირო სკოლა-სემინარისა (1972-1990), რომელიც ეძღვნებოდა დრეკადი სხეულების მექანიკაში სასრული ელემენტების მეთოდის გამოყენების საკითხებს; დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი 1966 წელს; მრავალწლიანი ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისა და დამსახურებისათვის მიღებული ჰქონდა საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები; ინჟინერ-მექანიკოსი, პროფესორი (1996). წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.289; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 265-266
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |