შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ჭელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1989-1992წწ. სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. სტუდენტთა სამეცნიერო-ტექნიკურ კონფერენციებში გამორჩეული მოხსენებებისათვის მიენიჭა აკადემიკოს დ. თავხელიძის სახელობის სტიპენდია; საუკეთესო სტატიებისათვის მათემატიკაში, ფიზიკაში, თეორიულ მექანიკაში, მანქანათმშენებლობაში და მექანიზმების თეორიაში მიღებული აქვს წარჩინების დიპლომები და ჯილდოები; სტუდენტთა საპრეზიდენტო გაცვლითი პროგრამით 1991-1992წწ. მივლინებული იქნა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ჩაირიცხა სამხრეთ ილინოისის უნივერსიტეტში; აქ მან 1995 წელს მოიპოვა მაგისტრის ხარისხი მანქანათმშენებლობაში. 2000 წლიდან იყო პენსილვანიის სახელმწიფო კოლეჯის მთავარი ინჟინერი; იმავე წლიდან მუშაობს როდ აილენდის უნივერსიტეტის მანქანათმშენებლობისა და გამოყენებითი მექანიკის კათედრაზე: 2000-2005წწ. - ასისტენტი პროფესორი; 2005-2009წწ. - ასოცირებული პროფესორი; 2009 წლიდან - პროფესორი. მისი სამეცნიერო კვლევები ეხება ანალიტიკურ და ექსპერიმენტალურ არაწრფივ დინამიკას, მექანიკის მტყუნებას, მოდალურ ტესტირებასა და ანალიზს, საინჟინრო სისტემების დინამიკასა და სტაბილურობას; აქცენტი გადატანილია ცოდნის სინთეზზე ისეთი სფეროებიდან, როგორიცაა დინამიკური და სტოქასტიკური სისტემები; წრფივი და არაწრფივი დროითი რიგების ანალიზი; საინჟინრო, გეოგრაფიული და ბიოლოგიური სისტემების იდენტიფიკაციის, დიაგნოსტირებისა და პროგნოზირების ინოვაციური ტექნილოგიების შექმნისა და იმპლემენტაციის თეორიის შეფასება და ფილტრაცია. საინჟინრო და მექანიკის მეცნიერებების დოქტორი (აშშ-ის პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 2000წ.), პროფესორი (2009). წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.301-302
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |