The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კალისტრატე გოგუა

კალისტრატე გოგუა
Date of birth:1875
Date of death:8 February, 1938  (at 63 years)
Category:Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჯუმათი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი.

ჰქონდა საშუალო განათლება. 1890-იანი წლების ბოლოდან მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში. იყო მენშევიკი;  რევოლუციური საქმიანობისთვის გადასახლებული იყო ციმბირში; იქვე იხდიდა სასჯელს იოსებ სტალინიც; I მსოფლიო ომის წლებში გოგუა იდგა ე. წ. "ობორონეცულ" პოზიციაზე; თავდაპირველად ირაკლი წერეთლის მხარდამჭერი იყო; რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის 1917 წლის აგვისტოს გამაერთიანებელ ყრილობაზე ცენტრალური კომიტეტის წევრობის კანდიდატად აირჩიეს; პარტიის დეკემბრის საგანგებო ყრილობაზე ცენტრალური კომიტეტის წევრად აირჩიეს; 1918 წლის მარტში პარტიის ლიდერებთან და ოჯახთან ერთად მოსკოვში გადავიდა; 1919 წლის დეკემბერში  ოჯახთან ერთად დამოუკიდებელ საქართველოში დაბრუნდა; დანიშნული იყო რესპუბლიკის სამხედრო-სამეურნეო კომიტეტის თავმჯდომარედ. 1921 წლის მარტში, საქართველოს ძალადობრივი გასაბჭოების შემდეგ, ემიგრაციაში წასვლაზე უარი თქვა; იყო ყოფილი მთავრობის რწმუნებული სახელმწიფო ქონების გადაბარების საკითხში; ერთხანს თბილისში ადელხანოვის ტყავის ქარხნის დირექტორად მუშაობდა; 1921 წლის მაისში დააპატიმრეს და ეტაპით მოსკოვში, იქიდან კი სუზდალის პოლიტიზოლატორში გაგზავნეს; 1926-1930წწ. გადასახლებული იყო კურსკში, შემდეგ მოსკოვში ცხოვრობდა; 1937 წლის ნოემბერში კვლავ დააპატიმრეს და 1938 წლის თებერვალში დახვრიტეს; რეაბილიტირებულია 1991 წელს; პოლიტიკური მოღვაწე, სოციალ-დემოკრატი.

Member of Organizations

  • სოციალ-დემოკრატიული პარტია, წევრი

Share: