შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან მჟავია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლიხაური, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთწამყვანობის ფაკულტეტი 1975 წელს; ოდესის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი (ОВИМУ) 1989წელს. შრომითი საქმიანობა 1976 წელს, საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ტანკერ - «БОРЖОМИ»-ის მატროსად დაიწყო; მომდევნო წლებში კაპიტნის თანაშემწედ ცურავდა სანაოსნოს ტანკერებზე - «КУТАИСИ», «АХАЛЦИХЕ», «МАРШАЛ ГЕЛОВАНИ», «НОДАР ДУМБАДЗЕ», «СУХУМИ» და სხვა; 1991 წლიდან შორეული ნაოსნობის შტურმანი ლევან მჟავია საქმიანობას სხვადასხვა ერთობლივი და უცხოური სანაოსნო კომპანიების გემებზე განაგრძობს: კაპიტნის უფროს თანაშემწედ, შემდეგ კი კაპიტნად ცურავდა «ADRIATIC TANKERS Co»-ს, «KAPPA-GESCO»-სა და «ABS MARITIME»-ს ტანკერებზე - «STAINLES MAY», «GELOVANI» და «ELISA»; მომდევნო წლებში მეთაურობდა ტანკერების -«NGOL KWANZA»-ს, «NGOL QUEVE»-ს, «SAN NICOLA»-ს, «USA RIVER»-ის, «SAINT MICHEL»-ისა და «TROY»-ს ეკიპაჟებს. უკანასკნელი 3 გემი გემთმშენებელი ქარხნიდან სწორედ კაპიტანმა მჟავიამ მიიღო და შეიყვანა ექსპლუატაციაში; 2007 წლიდან, უკვე გამოცდილი კაპიტანი საქმიანობას კომპანია «Columbia Shipmanagement» (CSM)-ში აგრძელებს. კაპიტნად ცურავდა კომპანიის ტანკერებზე: «Cape Bacton», «Cape Bilbao», «King Duncan», «King Darius», «Silver Valerie» და სხვა. მოქმედი შორეული ნაოსნობის კაპიტანი. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |