Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლევან მჟავია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ლიხაური, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთწამყვანობის ფაკულტეტი 1975 წელს; ოდესის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელი (ОВИМУ) 1989წელს. შრომითი საქმიანობა 1976 წელს, საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ტანკერ - «БОРЖОМИ»-ის მატროსად დაიწყო; მომდევნო წლებში კაპიტნის თანაშემწედ ცურავდა სანაოსნოს ტანკერებზე - «КУТАИСИ», «АХАЛЦИХЕ», «МАРШАЛ ГЕЛОВАНИ», «НОДАР ДУМБАДЗЕ», «СУХУМИ» და სხვა; 1991 წლიდან შორეული ნაოსნობის შტურმანი ლევან მჟავია საქმიანობას სხვადასხვა ერთობლივი და უცხოური სანაოსნო კომპანიების გემებზე განაგრძობს: კაპიტნის უფროს თანაშემწედ, შემდეგ კი კაპიტნად ცურავდა «ADRIATIC TANKERS Co»-ს, «KAPPA-GESCO»-სა და «ABS MARITIME»-ს ტანკერებზე - «STAINLES MAY», «GELOVANI» და «ELISA»; მომდევნო წლებში მეთაურობდა ტანკერების -«NGOL KWANZA»-ს, «NGOL QUEVE»-ს, «SAN NICOLA»-ს, «USA RIVER»-ის, «SAINT MICHEL»-ისა და «TROY»-ს ეკიპაჟებს. უკანასკნელი 3 გემი გემთმშენებელი ქარხნიდან სწორედ კაპიტანმა მჟავიამ მიიღო და შეიყვანა ექსპლუატაციაში; 2007 წლიდან, უკვე გამოცდილი კაპიტანი საქმიანობას კომპანია «Columbia Shipmanagement» (CSM)-ში აგრძელებს. კაპიტნად ცურავდა კომპანიის ტანკერებზე: «Cape Bacton», «Cape Bilbao», «King Duncan», «King Darius», «Silver Valerie» და სხვა. მოქმედი შორეული ნაოსნობის კაპიტანი. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |