Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გაიოზ ხატიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1939 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე; 1940 წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში; დემობილიზაციის შემდეგ, 1946 წელს აღადგინეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის მეორე კურსზე, დაამთავრა 1950 წელს. სწავლის პერიოდში შეთავსებით მუშაობდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ფიზიკის კათედრაზე ლაბორანტად. 1950-1956წწ. მუშაობდა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში თეორიული მექანიკის კათედრაზე (ასისტენტად, დოცენტად); 1956 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლით ცენტრში (1990 წლიდან ნ. მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი) სწავლულ მდივნად, გამოთვლითი მექანიკის განყოფილების გამგედ, უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; სხვადასხვა დროს შეთავსებით მოღვაწეობდა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტში, მოსკოვის კავშირგაბმულობისა და ელექტროტენიკურ ინსტიტუტში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი სამეცნიერო კვლევის ინტერესი იყო დრეკადობის თეორიისა და მათემატიკური ფიზიკის ამოცანები ერთგვაროვანი და შედგენილი სხეულებისათვის; შესწავლილი აქვს სენ-ვენანის და ალმანზი-მიჩელის ამოცანები იზოტროპული და ანიზოტროპული ძელებისათვის; მიღებული აქვს ეფექტური ამოხსნები; დამტკიცებულია არსებობისა და ერთადერთობის თეორემები. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1970). წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.305-306 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |