The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიგლა დარსალია

გიგლა დარსალია
Date of birth:1937
Date of death:8 December, 2007  (at 70 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ნაფიჩხოვო, ჩხოროწყუს რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ენერგეტიკოსის კვალიფიკაციით 1962 წელს.

1962 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ინსტიტუტ "ენერგოქსელპროექტში" ინჟინრის, ჯგუფის ხელმძღვანელის, პროექტის მთავარი ინჟინრის, ელექტროგადამცემი ხაზების განყოფილების უფროსის თანამდებობებზე. მისი უშუალო მონაწილეობით განხორციელდა ელექტროგადამცემი ხაზების - 500 კვ. ძაბვის "თბილისი-ახალციხე-დიდი ზესტაფონი", "ენგურჰესი-ზესტაფონი" პირველი და მეორე ხაზები, "ენგურჰესი-სოხუმი-დაგომისი" (საქართველოს ტერიტორიაზე), "სტავროპოლის სრესი-ცენტრალური ენგურჰესი" (საქართველოს ტერიტორიაზე), აზერბაიჯანის სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგური - კასპი პროექტირება; პირველმა პოსტსაბჭოთა სივრცეში განახორციელა ელექტროსადენების ტროსული დაკიდება ანძების გარეშე უშუალოდ კლდეში ჩამაგრებით; აქტიურად მონაწილეობდა 1991-1992 წლების მოვლენების დროს დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების დაგეგმარებისა და აღდგენით სამუშაოებში; 1994 წელს გალის რაიონში, მიუხედავად ტერიტორიის დანაღმვისა, უშუალოდ ხელმძღვანელობდა "ვარდნილჰესი-ბათუმის" 220 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენას; 1985-1988წწ. საწარმოო მივლინებით იმყოფებოდა კუბის რესპუბლიკაში 220 კვ. საჰაერო ელექტრული ხაზის დაგეგმარებასა და მშენებლობაზე საავტორო ზედამხედველობის გასაწევად; მისი მოღვაწეობა აისახა კუბის ხელმძღვანელობის წერილში, რომელიც მოყვანილია ინსტიტუტ "ენერგოქსელპროექტის" ისტორიის წიგნში "Луч солнца" (მოსკოვი, 2003 წ.).

წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.54-55; წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 100-101

Awards and Honors

  • 2006 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: