The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გრიგოლ ჩხეიძე

გრიგოლ ჩხეიძე
Date of birth:28 February, 1903
Date of death:14 May, 1975  (at 72 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაამთავრა ქ. პიატიგორსკის (სტავროპოლის მხარე, რუსეთი) გიმნაზია, 1923 წელს ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ხოლო შემდეგ სწავლა განაგრძო ბაუმანის სახელობის მოსკოვის უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელში.

1941 წელს დაინიშნა სახალინ-მატერიკის სახელწოდებით ცნობილი ნავთობსადენის მაგისტრალის მშენებლობის მთავარ ინჟინრად, ასევე ხელმძღვანელობდა ქ. კომსომოლსკა-ამურზე აეროდრომებისა და ასტრახან-სარატოვის ნავთობსადენის მშენებლობას. 1944 წელს გრიგოლ ჩხეიძე დაინიშნა ჭიათურის "ამიერკავკასიის მეტალურგმშენის" მშენებლობის უფროსად, 1946 წლის თებერვალში კი გადაიყვანეს მოსკოვში "მინმშენის" კოლეგიის მდივნად. 1957 წელს დაინიშნა ქ. ნოვოსიბირსკში მშენებარე სამეცნიერო ქალაქისა  და მისი ფილიალების მშენებლობის დირექტორად, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილების კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსად. 1960 წელს გრიგოლ ჩხეიძე გადაიყვანეს რსფსრ "სახმშენის" მძიმე ინდუსტრიის სამშენებლო დაწესებულების უფროსის მოადგილედ. იგი იყო რსფსრ "სახმშენის" ტექნიკური და არქიტექტურის პლენარული საბჭოს წევრი, 1964 წლიდან იყო ნავთობისა და გაზის მრეწველობის კაპიტალური მშენებლობის მთავარი სამმართველოს უფროსად. გრიგოლ ჩხეიძემ მსოფლიო სამშენებლო პრაქტიკაში პირველად გამოიყენა აფეთქების საშუალებით ტრანშეს გაჭრის ტექნიკა ზღვის ფსკერზე ნავთობსადენის გასაყვანად. მას მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ სამშენებლო პროექტში (ბამი, ვოლგა-ბალტიის სამდინარო არხი, იმიერპოლარეთის რკინიგზის ტრასა, ნავთობსადენები, ტრასა ვოლგისპირეთში).

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.418

Awards and Honors

  • შრომის წითელი დროშის ორდენი
    ასტრახან-სარატოვის ნავთობსადენის მშენებლობისთვის
  • ლენინის ორდენი
    მსოფლიო სამშენებლო პრაქტიკაში პირველად გამოიყენა აფეთქების საშუალებით ტრანშეს გაჭრის ტექნიკა ზღვის ფსკერზე ნავთობსადენის გასაყვანად
  • საპატიო ინჟინერი
    ქ. კომსომოლსკ-ამურზე აეროდრომების მშენებლობისთვის

Share: