შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ ხაჩიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. რუსთავი. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი ორგანიზატორ-მეთოდისტის სპეციალობით 1988 წელს; იყო მოსკოვის კულტურის ხარისხის მაძიებელი. აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში; იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის; ის იყო შეიარაღებული დაჯგუფება "მხედრიონის" ერთ-ერთი ხელმძვანელი; 1992 წლის 11 მაისიდან 25 ნოემბრამდე მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის თავმჯდომარის პირველი მოადგილედ; 1992 წლის 25 ნოემბრიდან 1993 წლის 10 სექტემბრამდე იყო საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი; 1993 წლის 20 ოქტომბრიდან 1995 წლის 8 სექტემბრამდე მუშაობდა საქართველოს უშიშროების მინისტრის მოადგილედ; 1993 წლის 9 დეკემბერს მიენიჭა პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება; 3-ჯერ არის ნასამართლევი და დაპატიმრებული; შეწყალებულ იქნა 2002 წლის 5 ივლისს და გათავისუფლდა პატიმრობიდან; გათავისუფლების შემდეგ დააფუძნა პოლიტიკური მოძრაობა "დავითი"; 2004 წლის 25 აპრილს რუსთავის საქალაქო სასამართლოს ბრძანებით დაპატიმრებულ იქნა იარაღის უკანონო ტარებისა და შენახვის ბრალდებით; მოგვიანებით გაათავისუფლეს, რის შედეგაც მან საქართველო დატოვა. წყარო: XX საუკუნის საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები /თუშურაშვილი ო., ჯახუა ი. - თბ., 2013. - გვ.91
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |