The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზაზა ბაწელაშვილი

ზაზა ბაწელაშვილი
Legal name:ზიგმუნდ ბაწელაშვილი
Date of birth:23 January, 1939
Date of death:14 January, 2010  (at 70 years)
Category:Actor/Actress, Writer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი არაშენდა, გურჯაანის რაიონი.

1960-1964წწ. სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე; 1958 წელს დაუსწრებლად დაამთავრა ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, იქვე ხელმძღვანელობდა სტუდენტურ თეატრს.

იყო კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ლექსო (ნოდარ დუმბაძის "მზიანი ღამე"), ლევანი (მიხეილ ჯავახიშვილის "ქალის ტვირთი"), არჩემაშვილი (გურამ ფანჯიკიძის "მეშვიდე ცა"), მდივანი (პოლიკარპე კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), პრინცი ესკალური (შექსპირის "რომეო და ჯულიეტა"), ალექსასი ("ანტონიუსი და კლეოპატრა"), მისანი ("იულიუს კეისარი") და სხვ. საუკეთესო საბავშვო მოთხრობისათვის ორჯერ მიიღო ჟურნალ "პიონერის" პრემია. ზაზა ბაწელაშვილმა საქართველოს ტელევიზიაში შექმნა მხატვრულ გადაცემათა ციკლი ისტორიულ თემაზე საერთო სათაურით - "ზარი მეფობისაი", რომლის ავტორიცა და შემსრულებელიც თვითონ იყო, მომზადებული აქვს გადაცემები; "დავით აღმაშენებელი", "ვახტანგ გორგასალი", "თამარ მეფე". იყო ოთხნაწილიანი სატელევიზიო ფილმის "ფარსმან ქველის" მემატიანე-მთხრობელი. თეატრალური საზოგადოების მიერ გამართულ მხატვრული კითხვის კონკურსებზე მიღებული ჰქონდა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის I ხარისხის პრემია, ვლადიმერ მაიაკოვსკის სახელობის II ხარისხის პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის II ხარისხის პრემია, საქართველოს პროფკავშირებისა და მწერალთა კავშირის III ხარისხის პრემია (პიესა "მეწისქვილე").

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.465;  წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.302

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების მედალი
    ქართული კულტურის განვითარებაში, მის პოპულარიზაციაში, კულტურულ - საგანმანათლებლო საქმიანობაში შეტანილი დიდი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1988 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Bibliography


Share: