შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი რცხილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი შაშიანი, გურჯაანის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1928-1933წწ. იყო პროფესორ მარიამ უგრელიძის კათედრის ორდინატორი, ამავე დროს მუშაობდა საქართთველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში საბავშვო ბაღებისა და სანატორიუმების განყოფილების წამყვან თანამშრომლად. ამ პერიოდში მის მიერ დაარსებული და გახსნილია ბავშვთა კვების სამზარეულოები, ბაგები და სანატორიუმები (წაღვერი, წყნეთი, პატარა ცემი, კოჯორი, ჯავა და სხვ.) 1933 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის კათედრის ასისტენტი, დოცენტი, 1944 წლიდან კათედრის გამგე. ირაკლი რცხილაძე მუშაობდა ტუბერკულოზური მენინგიტის კლინიკისა და დიაგნოსტიკის, კუჭ-ნაწლავის ქრონიკული და მწვავე დაავადებების საკითხებზე, იკვლევდა ფილტვის პათოლოგიებს; ჩამოაყალიბა პნევმონიების ახალი კლასიფიკაცია და პნევმონიების მკურნალობის მეთოდები; სწავლობდა ალერგიებისა და ბრონქული ასთმის ეტიოლოგიის და პათოგენეზის დადგენის საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო შრომები და მონოგრაფიები. ირაკლი რცხილაძის დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით შაშიანის საშუალო სკოლას მიენიჭა მისი სახელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიულ ფაკულტეტზე დაარსდა ირაკლი რცხილაძის სახელობის 2 სტიპენდია. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქოლეცისტოპათიები ბავშვთა ასაკში" (გამოიცა მონოგრაფიის სახით), დაიცვა 1939 წელს; სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 1947 წელს. წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.496 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |