The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გრიგოლ ბაგრატიონ-მუხრანელი

გრიგოლ ბაგრატიონ-მუხრანელი
Date of birth:30 January, 1792
Date of death:1871  (at 78 years)
Category:Nobleman, Writer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხაშმი, საგარეჯოს რაიონი.

გრიგოლი იყო იოანე ბაგრატიონ-მუხრანელისა და ერეკლე მეორის ასულის, ქეთევანის შვილი. (გრიგოლის მოსახელე და ისიც იოანე ბაგრატიონის (ბატონიშვილი) ძე ორი სხვადასხვა მწერალია). გრიგოლის მამა იოანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანელი ერეკლე მეორის კარზე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. მას ხელი აქვს მოწერილი 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატზე. 1783 წლის 27 ივლისს ერეკლე მეორემ თავის უფროს სიძეს, დავით ორბელიანს სახლთხუცესობა ჩამოართვა და იოანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანელს უბოძა (გარდაიცვალა 1800 წელს). გრიგოლის დედა ქეთევანს (1764-1840) პოეტური ნიჭითაც გამოირჩეოდა. გრიგოლ ბაგრატიონ-მუხრანელს მიღებული ჰქონდა სამხედრო განათლება (სწავლობდა დაახლოებით 1815-1820 წლებში). მისი თავგადასავალი აღწერილია ავტობიოგრაფიულ პოემაში "გრიგოლიანი", მასვე ეკუთვნის  "მოთხრობა ივერიისათვის", "მუხრანის ბატონიშვილი გრიგოლისაგან თქმული სატრფიალო".

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.526


Share: