The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მანანა ტონია

მანანა ტონია
Date of birth:15 April, 1957  (68 years)
Category:Writer, Educator, Poet

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა არაყიშვილის პირველი სამუსიკო სასწავლებელი, ფორტეპიანოს კლასი 1980 წელს; მაიკოპის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალიზაციით 1986 წელს.

ხანგრძლივ პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა სამტრედიის პირველ საშუალო და მეორე სამუსიკო სკოლებში რუსული ენისა და ლიტერატურის და ფორტეპიანოს კლასის მასწავლებლად. გარკვეული, ხანგრძლივი დროით, ოჯახთან ერთად იმყოფებოდა მოსკოვში, სადაც პედაგოგიური მოღვაწეობა არ შეუწყვეტია. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გამოსცა ათი საბავშვო კრებული სოფოს ბებო-ს" სერიით, ორი კრებული – "თედოს ნაამბობი", ორი პოეტური კრებული: "სიყვარულის აპოგეა" და "სიყვარულის ვირუსი". ეწევა მთარგმნელობით საქმიანობასაც. გამოცემული აქვს 17 საბავშვო და სამი პოეტური კრებული; ავტორია 1001 სონეტისა, რომელიც მზად არის გამოსაცემად; აგრძელებს სამწერლო საქმიანობას.

წყარო: საბავშვო ავტორები: kids.geქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.298

Member of Organizations

  • საქართველოს მწერალთა და ხელოვნთა კავშირი, წევრი

Awards and Honors

  • ქართული ლიტერატურის ამაგდარი
  • გალაკტიონ ტაბიძის პრემია და მედალი

Bibliography

  • ცქვიტო და ბაჭიტა : ზღაპარი კროსვორდი, რებუსები (Author). - თბილისი, მერიდიანი, 2023. - 80გვ.. - ISBN: 978-9941-34-344-5
  • ღიპუცა და ნისკარტა (Author). - თბილისი, მერიდიანი, 2023
  • ჩიტქოთანა ლაკო (Author). - თბილისი, მერიდიანი, 2023
  • ალექსანდრა და მეგობრები (Author). - თბილისი, მერიდიანი, 2023
  • ათას ერთი სონეტი : ლირიკული კრებული (Author). - თბილისი, მერიდიანი, 2022. - 507გვ.. - ISBN: 978-9941-34-153-3
  • ციცქნაეთი (Author). - თბილისი, მერიდიანი, 2020. - 120გვ.. - ISBN: 978-9941-25-729-2
  • თედოს ნაამბობი : წიგნის მასალა განკუთვნილია 3-დან 9 წლის ბავშვებისთვის (Author) // საბავშვო კრებული. - თბილისი, მერიდიანი, 2018. - 120გვ.. - ISBN: 9789941254321
  • თედოს ნაამბობი : ზღაპრები, ლექსები, შარადები, გამოცანები, მათემატიკური გამოცანები, ლოგოპედიური სავარჯიშოები (Author) // წიგნის მასალა განკუთვნილია 3-დან 9 წლის ბავშვებისთვის. - თბილისი, მერიდიანი, 2017. - 128გვ.. - ISBN: 9789941253058
  • სიყვარულის ვირუსი : სონეტები, ლექსები (Author). - თბილისი, მერიდიანი, 2016. - 192გვ.. - ISBN: 9789941252754
  • ზღაპრები (Author) // სერია: სოფოს ბებო; წ.9. - თბილისი, მერიდიანი, 2015. - 40გვ.. - ISBN: 9789941251153
  • ლექსები (Author) // სერია: სოფოს ბებო; წ.7. - თბილისი, მერიდიანი, 2015. - 40გვ.. - ISBN: 9789941251177
  • პიესები (Author) // სერია: სოფოს ბებო; წ.10. - თბილისი, მერიდიანი, 2015. - 56გვ.. - ISBN: 9789941251184
  • მოთხრობები (Author) // სერია: სოფოს ბებო; წ.8. - თბილისი, მერიდიანი, 2015. - 40გვ.. - ISBN: 9789941251160
  • სიყვარულის აპოგეა : კრებული (Author). - თბილისი, მერიდიანი, 2015. - 190გვ.. - ISBN: 9789941250040
  • სოფოს ზღარბები : ზღაპრები (Author) // სერია: სოფოს ბებო; წ.3. - თბილისი, მერიდიანი, 2013. - 32გვ.. - ISBN: 9789941062681
  • სოფო და სოკო : ლექსები ყველაზე პატარებისათვის... (Author) // სერია: სოფოს ბებო; წ.1. - თბილისი, მერიდიანი, 2013. - 32გვ.. - ISBN: 978-9941-0-6269-8
  • სოფომ გამოიცნო, შენ? : გამოცანები (Author) // სერია:სოფოს ბებო; წ.2. - თბილისი, მერიდიანი, 2013. - 32გვ.. - ISBN: 978-9941-0-6270-4

Share: