შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მანანა ბელიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია მხატვარ-გრაფიკოსის სპეციალობით 1957 წელს; პედაგოგები: ვ. გრიგოლია, ვ. ჯაფარიძე, ი. შარლემანი. სადიპლომო ნამუშევარი: "ქართული ხალხური ზღაპრების ილუსტრაციები" (ხელმძღვანელი - ი. შარლემანი). წლების მანძილზე მუშაობდა გამომცემლობებში წიგნის გრაფიკის სფეროში, აგრეთვე დაზგურ გრაფიკაში - ლინოგრავიურა, ოფორტი, ქსილოგრაფია, ლითოგრაფია; ფერწერაში - პორტრეტის, პეიზაჟის, ნატურმორტის, თავისუფალი კომპოზიციის ჟანრში. გამოფენებში მონაწილეობს 1967 წლიდან. თანამშრომლობდა გამომცემლობებთან: "სახელგამი", "საბჭოთა მწერალი", "ზარია ვოსტოკა". გამოფენები: რესპუბლიკური - 1967, 1968, 1991. 1980-იან წლებში ასრულებდა შეკვეთებს არქეოლოგიური კვლევის ცენტრისთვის, იხატავდა ექსპედიციებში მოპოვებულ მასალას. აგრეთვე აფორმებდა ხელოვნებათმცოდნეთა და არქეოლოგთა სამეცნიერო ნაშრომებს. ჟურნალ "მნათობის" 2001 წლის N9-10 გამოაქვეყნა სტატია "მამის გახსენება" (მწერალ აკაკი ბელიაშვილის პიროვნულ ღირსებებსა და ოჯახზე). მისი ნამუშევრები ინახება საქართველოს კულტურის სამინისტროს და კერძო კოლექციებში. ქართველი მწერლის აკაკი ბელიაშვილის ქალიშვილი. გრაფიკოსი. წყარო: საძიებელი და კომენტარები // ქართული ემიგრაცია / გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, გიორგი მაჩაბლის ფონდი.-თბილისი, 2015.-N3 (6).-გვ.152
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |