The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამაზ ლეჟავა

თამაზ ლეჟავა
Date of birth:9 November, 1933
Date of death:7 July, 2009  (at 75 years)
Category:Engineer, Scientist, Educator, Chemist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ელექტროქიმიურ წარმოებათა ტექნოლოგიის სპეციალობით 1957 წელს.

სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა განაგრძო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოყენებითი ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში. გაიარა გზა ლაბორანტიდან ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის თანამდებობამდე; 1981-2006წწ. იყო რ. აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში; 2006 წლიდან ხელმძღვანელობდა ლევან ჯაფარიძის სახელობის დენის წყაროებისა და საელექტროდე მასალების ლაბორატორიას. გამოქვეყნებული აქვს 130 ნაშრომი, მათ შორის, 1 მონოგრაფია, 1 ამოცანათა კრებული; მიღებული აქვს 20-მდე საავტორო მოწმობა და პატენტი. მისი შრომები მიძღვნილია როგორც ელექტროკრისტალიზაციის პროცესის ფუნდამენტური საკითხების, ისე ელექტროქიმიური და არაორგანული ტექნილოგიების კვლევებისადმი; იგი აქტიურად მონაწილეობდა ელექტროქიმიური დარგის საერთაშორისო ფორუმებში. მის მიერ შესრულებული შრომები მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს თეორიული ელექტროქიმიის დარგში, რამაც ასახვა ჰპოვა უცხოელ ავტორთა მონოგრაფიებსა და სახელმძღვანელოებში. გარდა სამეცნიერო მოღვაწეობისა, გარკვეულ დროს უთმობდა პედაგოგიურ მუშაობასაც მრავალ სასწავლო დაწესებულებაში, მათ შორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ნაყოფიერად მოღვაწეობდა საქართველოს საინჟინრო აკადემიაში, იყო აკადემიის პრეზიდიუმის წევრი, მეტალურგიისა და ქიმიური ტექნილოგიების განყოფილების აკადემიკოს-მდივანი. აკადემიაში მოღვაწეობის პერიოდში მან განახორციელა მრავალი ტექნოლოგიური ხასიათის პროექტები ქრომის, სპილენძის და ოქროს ჰიდრომეტალურგიაში, მათ შორის, "მადნეულის" კარიერული წყლების გაწმენდისა და უტილიზაციის მიმართულებით. მაღალი კვალიფიკაციის ექსპერტი ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიის დარგში, პროფესორი (1995).

წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.98; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.344

Member of Organizations

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი (2000-2009)

Awards and Honors

  • 2004 - ღირსების ორდენი
  • 2004 - პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია

Bibliography


Share: