The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ რევია

მიხეილ რევია
Date of birth:18 July, 1919  (105 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხუნწი, მარტვილის რაიონი.

1938 წელს სწავლა დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტზე. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში; მონაწილეობდა ყირიმისა და ჩრდილოეთ კავკასიის ფრონტების საბრძოლო ოპერაციებში; მსახურობდა მოსკოვის სამხედრო ოლქში. 1946 წლიდან სწავლა განაგრძო ინსიტუტში, რომელიც 1948 წელს დაამთავრა.

სამუშაოდ გაანაწილეს ქ. ძერჟინსკში; 1948-1958წწ. მუშაობდა ტრესტ "ძერჟინსკუგოლის" შახტებში სხვადასხვა თანამდებობებზე - უბნის უფროსად, მთავარ ინჟინრად და შახტის დირექტორად; 1958 წელს ნახშირის მრეწველობის მინისტრის ბრძანებით გადაყვანილ იქნა "ახალციხნახშირის" N3 შახტის უფროსად; 1959 წელს - ტრესტ "საქშახტმშენის", "ახალციხეშახტმშენის" სამმართველოს მთავარ ინჟინრად; 1959-1963წწ. - ტრესტ "ტყვარჩელნახშირის" N2 შახტის უფროსად; 1963-1971წწ. ჩორდის ბარიტის მაღაროს უფროსად; 1969-1995წწ. საქართველოს ტექზედამხედველობის სისტემაში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე. "საქტექზედამხედველობაში" მუშაობისას დიდი წვლილი შეიტანა რესპუბლიკის სამთომომპოვებელ საწარმოებში უსაფრთხოების ტექნიკის მდგომარეობის გაუმჯობესების, საწარმოო ტრავმატიზმისა და ავარიის შემცირების საქმეში; აქტიურად მონაწილეობდა სამთო-ტექნიკური საზოგადოების საქმიანობაში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდებში. დაჯილდოებულია მრავალი საბრძოლო და შრომითი ორდენით და მედლით. სამთო ინჟინერი.

წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.121

Awards and Honors

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Share: