The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შალვა სირაძე

შალვა სირაძე
Date of birth:18 October, 1901
Date of death:13 February, 1985  (at 83 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი პირველი ტოლა, ქუთაისის გუბერნიის რაჭის მაზრა.

დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი 1921 წელს; იმავე წელს ჩააბარა თბილისის პოლიტექნიკუმში; 1922 წელს სასწავლებლად გადავიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე. სტუდენტურ გამოსვლებში მონაწილეობის გამო ორჯერ - 1922 და 1924 წლებში - იყო დაპატიმრებული. სწავლა განაგრძო 1925 წელს და დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-კონსტრუქტორის სპეციალობით 1931 წელს.

1934 წლიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამშენებლო კათედრაზე ჯერ ასისტენტად, შემდეგ - დოცენტად; 1956 წლიდან გარდაცვალებამდე - პროფესორად; 1942-1946წწ. შეთავსებით ლექციებს კითხულობდა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში; თითქმის 50 წლის მანძილზე საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა დისციპლინაში; იყო ადგილობრივი მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-ტექნიკური საბჭოს სწავლული მდივანი, მინისტრთა საბჭოს სამშენებლო კომიტეტის ექსპერტი, უმაღლესი და საშუალო განათლების კომიტეტის სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს წევრი. ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც უშუალოდ პრაქტიკაში იყო გამოყენებული, აგრეთვე ავტორია სამი სახელმძღვანელოსი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.132-133

Awards and Honors

  • 1961 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Bibliography


Share: