Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დიმიტრი ქართველიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1951–1971წწ. ქუთაისის ავტოქარხანაში სხვადასხვა საინჟინრო თანამდებობებზე მუშაობდა. ამ პერიოდში მისი უშუალო ხელმძღვანელობით დამუშავებული და წარმოებაში დანერგილი იქნა მრავალი ახალი ტიპის ორიგინალური სამანქანო ნაწილი და საავტომობილო მექანიზმი; 1971–1975წწ. ქუთაისის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე; 1975–1979წწ. პარტიულ და აღმასრულებელ თანამდებობებზე მუშაობდა; 1979–1982წწ. მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 1982-1986წწ. საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე; თავმჯდომარის პოსტიდან წასვლის შემდეგ სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა, მათ შორის, იყო სსრკ სახსტანდარტის საქართველოს სამმართველოს უფროსი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.143; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.198 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |