The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გივი ბაქრაძე

გივი ბაქრაძე
დაბადების თარიღი:23 მაისი, 1928
გარდაცვ. თარიღი:2020  (91 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1951 წელს.

1951–1954წწ. მუშაობდა ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში, პათოლოგიური ფიზიოლოგიის კათედრის ასისტენტად; 1955–1958წწ. ქალაქის I საავადმყოფოს გინეკოლოგიური განყოფილების ორდინატორი; 1958 წლიდან იყო № 2 სამშობიარო სახლის ორდინატორი, ობსერვაციული განყოფილების გამგე, მთავარი ექიმის მოადგილე, მთავარი ექიმი; 1975 წლიდან ამიერკავკასიის რკინიგზის საექიმო-სანიტარული სამსახურის მთავარი გინეკოლოგი; 1996 წლიდან რკინიგზის სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი; არის 31 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. გინეკოლოგი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: საქართველოს ექიმები: ბიოგრაფიული ლექსიკონი: nplg.gov.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.157

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: