შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დუდუ დადიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი. მისი საკალათბურთო კარიერა კლუბ "მართვეში" დაიწყო, 1992 წელს "ვითაში" გადავიდა, რომელმაც იმ წელს საქართველოს ჩემპიონის სახელი მოიპოვა და მომდევნო შვიდი წლის განმავლობაში შეინარჩუნა; 1995 წელს საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი და "ვითას" კაპიტანი გახდა; სახელი აგრესიული, ზოგჯერ უხეში, თამაშის სტილით გაითქვა. 1999 წელს აქტიური სპორტული მოღვაწეობა შეწყვიტა და არჩეული იქნა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად; 2002 წელს მოკლეს თბილისში, სპორტის დეპარტამენტის შენობაში. გამოძიების ოფიციალური ვერსიით, მკვლელობა დადიანსა და უცნობ ადამიანს შელაპარაკების შედეგად მოხდა. მკვლელი დაუდგენელია. 2002 წლიდან საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ დაწესებულია "დუდუ დადიანის თასი". კალათბურთელი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: დადიანების დინასტია: nplg.gov.ge; ka.autograndad.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |