Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ადოლფ ხუროძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. წულუკიძე. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1941 წელს. მუშაობა დაიწყო "საქჩაის" ტრესტის მახარაძის სამონტაჟო-ტექნოლოგიურ საწარმოში ინჟინერ-ელექტრიკოსად; 1942 წლიდან თბილისის ჩაის საწონი ფაბრიკის უფროსი ინჟინერი; 1946 წლიდან ამავე ფაბრიკის მთავარი ინჟინერი; 1953 წლიდან "საქჩაის" ტრესტის მმართველის მოადგილე; 1957 წლიდან ამავე ტრესტის მმართველი. მისი ინიციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით ჩაის მრეწველობაში დაინერგა საწარმოო პროცესების კომპლექსური მექანიზაცია და ჩაის წარმოების ახალი ტექნილოგია. ამ დარგში იგი ავტორია ფუნდამენტური შრომებისა: "ჩაის საწარმოო პროცესების მექანიზაცია და ავტომატიზაცია", "ჩაის კომბინირებული წარმოება" და სხვ. მისი ინიციატივით და ხელმძღვანელობით დამუშავდა და განხორციელდა ღონისძიებები საკუთარი გამოგონებების დასანერგად; 1963-1965წწ. საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 1965-1971წწ. საქართველოს სსრ ხორცისა და რძის მრეწველობის მინისტრი; 1971-1974წწ. საქართველოს სსრ კვების მრეწველობის მინისტრი; 1974-1984წწ. თბილისის საწარმოო გაერთიანება "ელექტროაპარატის" გენერალური დირექტორი; 1984-1985წწ. - საქართველოს სსრ სასოფლო-სამეურნეო წარმოების სახელმწიფო კომიტეტის "საქსოფლმრეწვის" გაერთიანების თავმჯდომარე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. გამოჩენილი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე. წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.171-172 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |