Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
ირაკლი მექვაბიშვილი
Date of birth: | 11 May, 1973 (51 years) |
Category: | Businessmen, Economist, Public official, Scientist |
Biography
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი საბანკო საქმის სპეციალობით 1996 წელს. 1996 წელს იყო კომერციული ბანკ "კრწანისის" სახაზინო დეპარტამენტის მთავარი ეკონომისტი; შემდგომ ბანკირი და ეკონომისტი; 1996-1998წწ. მუშაობდა საქართველოს ეროვნულ ბანკში საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტში უფროსი ეკონომისტის პოზიციაზე; 1997 წელს საბანკო აუდიტორის პოზიციაზე იმუშავა მინეაპოლისის (მინესოტის შტატი, აშშ) ფედერალური სარეზერვო ბანკის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტში; 1998-2004წწ. მუშაობდა სს "გაერთიანებულ ქართული ბანკში" სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის გენერალურ დირექტორად (2003-2004); 2005-2006წწ. მსახურობდა "ვითიბი ბანკი ჯორჯიას" გენერალურ დირექტორად; 2007-2015წწ. ფინანსური ინსტიტუტების დეპარტამენტის უფროსი ბანკირი კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის რეგიონში; იყო "თიბისი ლიზინგის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 2008-2012წწ. სომხეთის ბანკ "არმეკონომბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; 2015-2017წწ. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ბიზნეს-ლიდერი საქართველოსა და აზერბაიჯანში, მთავარი ბანკირი და ასოცირებული დირექტორი; 2017 წლის 20 სექტემბრიდან საქართველოს გენერალური აუდიტორი (სახელმწიფო აუდიტის სამსახური). ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი.
სადისერტაციო თემა - "საბანკო ზედამხედველობის სისტემის სრულყოფის გზები თანამედროვე ეტაპზე".
|