Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვერა ვარაზაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი, ინჟინერ-მეტალურგის სპეციალობით 1959 წელს; 1961-1963წწ. სწავლობდა ასპირანტურაში არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში, ფიზიკური ქიმიის განხრით. არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-მუშაკი. ასამდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და რამდენიმე წიგნის რედაქტორი. კვლევის თემა: იშვიათ მიწა ელემენტების ფეროგრანატების თერმო-დინამიკური თვისებები. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნიკელ-თუთიის ფერიტების მაღალტემპერატურული თბოტევადობა და ენთალპია", დაიცვა 1969 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ფერო-გრანატების თერმოდინამიკური თვისებები", დაიცვა 2003 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.76-77; საზოგადოებრივი არქივი: archive.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |