The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ომარ მუკბანიანი

ომარ მუკბანიანი
დაბადების თარიღი:7 აპრილი, 1948
გარდაცვ. თარიღი:18 იანვარი, 2022  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი 1971 წელს; 1976 წელს - ასპირანტურა (ა.ნ. ნესმიანოვის სახელობის სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ელემენტორგანულ ნაერთთა ქიმიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, მოსკოვი).

1972-1973წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქიმიის ფაკულტეტი, მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის კათედრა, მეცნიერ-თანამშრომელი; 1977-1985წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1986-1993წწ.  დოცენტი; 1994-2000წწ. პროფესორი; 1997-2006წწ. სოხუმის უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალი, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი, ორგანული ქიმიის კათედრა, პროფესორი, კათედრის გამგე; 2000 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაკრომოლეკულების ქიმიის კათედრა, პროფესორი, კათედრის გამგე; 2002-2006წწ. მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის კათედრა, "ჰეტეროჯაჭვური პოლიმერებისა და პოლიმერული კომპოზიციების სამეცნიერო-საკვლეო ლაბორატორია", სამეცნიერო ხელმძღვანელი. სხვადასხვა წლებში იყო მიწვეული პროფესორი ქ. კაუნასი (ლიეტუვა); გრონინგენის ტექნოლოგიის უნივერსიტეტი (ნიდერლანდები); ქ. მიუნსტერი ( გერმანია, არაორგანული და ფიზიკური ქიმიის ინსტიტუტი); ქ. მაინცი (გერმანია, მაქს-პლანკის სახელობის პოლიმერების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი); საარბრუკენის უნივერსიტეტი (საარბრუკენი, გერმანია); იენის უნივერსიტეტი ( გერმანია); ბუდაპეშტის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (ბუდაპეშტი, უნგრეთი). კვლევის თემა: სხვადასხვა ციკლური სტრუქტურის მაკრომოლეკულების შემცველი ორგანოსილოქსანური თანაპოლიმერები და ბლოკ-თანაპოლიმერები. მიღებული აქვს ჯილდოები მეცნიერების დარგში. 430-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1995).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.81; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია: tsu.geicsp4.tsu.gefacebook.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • დ. მენდელეევის საქართველოს ქიმიური საზოგადოება, წევრი (1971-1991)
  • ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემია (აშშ), წევრი (1996-)
  • საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემია, წევრი (2008-)
  • საქართველოს ქიმიური საზოგადოება, წევრი (1992-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - ღირსების ორდენი
  • 1983 - პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია
    საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში ასაუკეთესო სამეცნიერო ნაშრომისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: