The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დიანა ძიძიგური

დიანა ძიძიგური
Date of birth:24 August, 1949  (75 years)
Category:Biologist, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი ბიოლოგ-ქიმიკოსის სპეციალობით 1971 წელს.

1971-1983წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალ. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1983-2006წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი, განვითარების ბიოლოგიის ლაბორატორია, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 2001-2006წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიოლოგიის ფაკულტეტის ციტოლოგიის, ჰისტოლოგიის და განვითარების ბიოლოგიის კათედრის გამგე; 2006 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის მორფოლოგიის კათედრის გამგე, პროფესორი; 2009 წლიდან - ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის საფაკულტეტო მნიშვნელობის სტრუქტურული ერთეულის "ბიოეფექტური ტექნოლოგიების ფუნდამენტური კვლევების" სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. საერთაშორისო საგრანტო პროექტების მონაწილე; ჟურნალ "Medical news"-ის ექსპერტი; მრავალი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე; რეგენერაციის საერთაშორისო ევროპული ასოციაციის კონფერენციის ორგანიზატორი; 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, ციტოლოგიის სახელმძღვანელოს ავტორი; კითხულობს სალექციო კურსებს: ციტოლოგია, უჯრედის ბიოლოგია და სხვა; ბიოლოგიის დეპარტამენტის სტუდენტთა სამეცნიერო წრის ხელმძღვანელი. კვლევის თემა: პარენქიმული ორგანოების ადაპტაციური ზრდის მექანიზმები. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (2000).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.131-132; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.geold.tsu.ge

Member of Organizations

  • ევროპული ნეირომეცნიერების საზოგადოებათა ფედერაცია, წევრი
  • ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემია (აშშ), წევრი
  • საქართველოს აგრარული აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს ეკოლოგიის აკადემია, ვიცე-პრეზიდენტი

Awards and Honors

  • ღირსების ორდენი

Share: