Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ასლანბეი შარვაშიძე![]()
Biographyაქტიურად იბრძოდა იმერეთის მეფის სოლომონ II-ის მხარეზე რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ. ასლანბეი შარვაშიძე დაუკავშირდა პროთურქულ ელემენტებს, აუჯანყდა მამას, მოკლა და ტახტს დაეუფლა. რეზიდენციად გაიხადა სოხუმი, რომელსაც თურქთა გარნიზონი იცავდა. 1810 წლის ივნისში რუსეთის ჯარებმა იგი ოსმალებთან ერთად სოხუმიდან გააძევეს და მთავრად მისი ძმა გიორგი შარვაშიძე (საფარბეი) დაამტკიცეს. ასლანბეი შარვაშიძე ოსმალეთში გაიქცა. შემდეგში დაბრუნდა აფხაზეთში და საფარბეისა და რუსეთს კვლავ შეებრძოლა. საბოლოო დამარცხების შემდეგ ოსმალეთს შეაფარა თავი, სადაც გარდაიცვალა. აფხაზეთის მთავარი 1808-1810 წლებში, ქეილაშ აჰმედ-ბეგის უფროსი შვილი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 10.-თბ., 1986.- გვ.688
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |