The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მანუჩარ შარვაშიძე

სხვა სახელი:მანჩა შარვაშიძე
დაბადების თარიღი:17??
გარდაცვ. თარიღი:1813
კატეგორია:დიდგვაროვანი, ისტორიული პირი

ბიოგრაფია

1804 წლის 26 ნოემბერს მანუჩარ შარვაშიძემ (ქართული ტექსტით) თხოვნით მიმართა პავლე ციციანოვს რუსეთის მფარველობაში შესვლის თაობაზე, რაზეც 1805 წლის 31 მარტს პავლე ციციანოვმა მადლობა გადაუხადა და გარდაცვლილ გრიგოლ დადიანთან არსებული კავშირის მეტი ახსნა მოსთხოვა1813 წელს მანუჩარ შარვაშიძე მოკლულ იქნა ბედიაში.  აღნიშნულთან დაკავშირებით რამოდენიმე ვერსია არსებობს: ისტორიკოს ნ. დადიანის აზრით, ლევან შარვაშიძის შვილ ხუტუნიასა და მანუჩარ შარვაშიძეს შორის არსებობდა ურთიერთშუღლი. იმ ღამეს, როცა ბედიაში იყვნენ, ხუტუნიამ მანუჩარს კაცი მიუგზავნა, რომელმაც იგი ღამით მძინარე მოკლა; ხალხური გადმოცემით, მანუჩარი ძალიან სასტიკად ეპყრობოდა თავის ქვეშევრდომებს და მონაწილეობას იღებდა ტყვეთა გაყიდვაში. შ. ინალ-იფას სიტყვებით, მანუჩარი მოკლულ იქნა ერთ-ერთი გლეხის მიერ,  იმის გამო რომ მან ისარგებლა "პირველი ღამის უფლებით";  დ. კრაევიჩის აზრით, ბედიელი შარვაშიძეების ცნობით, მანუჩარ შარვაშიძე მოკლა ვინმე მაჯემ კვარაცხელიამ, მისთვის მიყენებული შეურაცხყოფის გამო. მანუჩარ შარვაშიძე დაქორწინებული იყო გრიგოლ დადიანის ქალიშვილ ქეთევანზე, რომლისგანაც შეეძინა ორი ვაჟი ალექსანდრე და დიმიტრი. მანუჩარის გარდაცვალების შემდეგ მის მცირეწლოვან შვილებზე მეურვეობა მათმა მკვიდრმა ბიძამ სამეგრელოს მთავარმა ლევან დადიანმა იკისრა და უფროსი ვაჟის, ალექსანდრეს სახელით ახორციელებდა რეგიონის მართვას. მას შემდეგ რაც მანუჩარის ორივე შვილი სხვადასხვა ვითარებაში (ალექსანდრე 1829 წელს, ხოლო დიმიტრი-1832) გარდაიცვალა, ლევან დადიანი სამურზაყანოს მფლობელი გახდა. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 10.-თბ., 1986.-გვ.689


გააზიარე: