Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელიზბარ შარვაშიძე![]()
Biographyდაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი, 1905-1907 წლებში სწავლობდა კიევის სამხედრო სასწავლებელში. ელიზბარ შარვაშიძე წარმომავლობით ეკუთვნოდა ქართლში დამკვიდრებულ თავად შარვაშიძეთა შტოს. 1907 წელს პოდპორუჩიკის ჩინით ჩაირიცხა კოლივანის მე-40 ქვეითთა პოლკში. I მსოფლიო ომის დროს (1914-1918) იყო ერევნის მე-13 ლაიბგრენადერთა პოლკის პორუჩიკი, შემდეგ შტაბს-კაპიტანი, კაპიტანი, პოდპოლკოვნიკი (1917) და პოლკოვნიკი (1919). 1915 წლის მაისსა და ივნისში სოფელ ტუხლის და ლუკოვეც-ველკე-ოჩის მიდამოებში ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის 1917 წელს დაჯილდოვდა წმინდა გიორგის ოქროს იარაღით "მამაცობისათვის"; 1918 წლიდან მსახურობდა ქართულ ჯარში - მე-5 ქვეითთა პოლკში. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი სომხეთთან ომში, სადაც თავისი პოლკის ბატალიონს მეთაურობდა. 1919-1921 წლებში იყო თბილისის სამხედრო სკოლის ოფიცერი, პოლკოვნიკი. რეპრესირებული, 30-იანი წლების მასობრივი ტერორის მსხვერპლი. ქართველი სამხედრო მოღვაწე. წყარო: რუსეთის საიმპერატორო არმიის ოფიცრები: ria1914.info Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |