The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ გასიტაშვილი

ზურაბ გასიტაშვილი
Date of birth:3 August, 1957  (67 years)
Category:Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო ფიზიკის ფაკულტეტი, ელექტრონული ტექნიკის ინჟინრის კვალიფიკაციით, სპეციალობა ნახევარგამტარები და დიელექტრიკები 1979 წელს; 1985 წელს - მოსკოვის მართვის პრობლემების ინსტიტუტის ასპირანტურა.

1979-1983წწ. - გაერთიანება "ელვას" ავტომატიზაციის საკითხებში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ინჟინერი; 1985-1986წწ. - გაერთიანება "ელვას" ავტომატიზაციის საკითხებში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-მუშაკი; 1989-1992წწ. – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპრობლემო ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1992-1995წწ. - კომპიუტერული და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის წამყვანი მეცნიერ-მუშაკი, გამოთვლითი ტექნიკის კათედრის დოცენტი; 1995-2005წწ. - კომპიუტერული და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1996-2006წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კომპიუტერული სისტემების და ქსელების კათედრის პროფესორი; 2006 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კომპიუტერული სისტემების და ქსელების კათედრის სრული პროფესორი; 2008 წლიდან - საქართველოს საინჟინრო აკადემიის პრეზიდიუმის წევრი, ინფორმატიკისა და მართვის განყოფილების უფროსის მოადგილე; 2008-2009წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის უფროსი; 2009 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1999-2004წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივანი; ქართული ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი; ჟურნალ "სვეტიცხოველის" სარედაქციო საბჭოს წევრი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის კათედრა); 2002 წლიდან - კომპლექსურ ავტომატიზაციის საკითხებში საერთაშორისო კორპორაცია "Invensys Process Systems" LLC წარმომადგენელი საქართველოში. სამეცნიერო მოღვაწეობის სფერო: რთული სისტემების მოდელირების და მართვის თეორია, მათ შორის, სათბობენერგეტიკული კომპლექსების და საგანგებო სიტუაციების მართვის პრობლემები, მოდელირების ინფორმაციული ტექნოლოგიები და კვლევა პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ სფეროებში. ინფორმაციული და კომპიუტერული ტექნოლოგიები. ავტორია 80 სამეცნიერო ნაშრომის, 5 მონოგრაფიის და 5 სახელმძღვანელოსი. მიღებული აქვს სამეცნიერო ჯილდოები. მართვის პროცესების ინჟინერი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (1997).

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.181; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: gtu.gemy.gtu.ge

Member of Organizations

  • საერთაშორისო საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი (1995-)
  • საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, სამეცნიერო საბჭოს წევრი (2005-)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი (1996-)
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა და სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტის სამეცნიერო საექსპერტო საბჭო, წევრი (1998-2003)

Awards and Honors

  • 2003 - ღირსების ორდენი

Bibliography


Share: