Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოთარ გელაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა ახალგორი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომექანიკური ფაკულტეტი, სპეციალობა – ავტომობილები და საავტომობილო მეურნეობა, კვალიფიკაცია ინჟინერ-მექანიკოსი 1978 წელს; მოსკოვის საავტომობილო-საგზაო ინსტიტუტის ასპირანტურა 1983 წელს. 1978-1980წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომობილების მოძრაობის ორგანიზაციისა და უსაფრთხოების სამეცნიერო ლაბორატორიის ინჟინერი; 1980-1983წწ. - მოსკოვის საავტომობილო-საგზაო ინსტიტუტის ასპირანტი; 1983-2001წწ. - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საავტომობილო ტრანსპორტის კათედრის ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი; 2002 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის პროფესორი; 1995-2005წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტის არასაბიუჯეტო სწავლების განყოფილების უფროსი; 2005 წელს - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი; 2006-2007წწ. - სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაულტეტის დეკანის მოადგილე, სატრანსპორტო დეპარტამენტის უფროსი; 2007-2016წწ. - სატრასნპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის დეკანი; 2016-2017წწ. - დეკანის მოადგილე; 2017 წლიდან სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის დეკანი; 2017 წლიდან - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ტრანსპორტის მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს წევრი; 2018 წლიდან - სატრანსპორტო სისტემების სასწავლო-კვლევითი და საექსპერტო ცენტრის ხელმძღვანელი. 2007 წლიდან - სამეცნიერო-ტექნიკური ჟურნალის "ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა" მთავარი რედაქტორი; 2004 წლიდან - სამეცნიერო-ტექნიკური ჟურნალის "ტრანსპორტი" სარედაქციო საბჭოს წევრი; 2007 წლიდან - საერთაშორისო სამეცნიერი ჟურნალის "მექანიკის პრობლემები" მთავარი რედაქტორის მოადგილე; 2008 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს წევრი. მის მიერ დამუშავებულია ავტომობილების საწვავეკონომიურობისა და ეკოლოგიურობის ამაღლების ახალი მეცნიერული მიმართულება, რომლის შედეგები დანერგილია რუსეთის სხვადასხვა რეგიონის ავტოსატრანსპორტო საწარმოებში, და საქართველოს სხვადასხვა (შ.პ.ს. "საქართველოს რკინიგზა", ს/ს "თელასი" და სხვა) სატრანსპორტო კომპანიებში. გამოქვეყნებული აქვს 160-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. 2005 წელს მიენიჭა "წლის ინჟინრის" წოდება. ინჟინერ-მექანიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2001), პროფესორი (2002). წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.182; science.org.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |