Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალვა ელიაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელი. 1915-1917წწ. მოხალისედ იბრძოდა რუსეთის არმიაში I მსოფლიო ომის ოსმალეთის, გერმანიის, ავსტრიისა და რუმინეთის ფრონტებზე; 1916 წელს დრისის 317-ე ქვეითი პოლკის რიგებში იყო პრაპორშჩიკად და დაიჭრა; 1917 წლიდან შტაბს-კაპიტნის ჩინით მეთაურობდა ასეულს მე-3 ქართულ მსროლელ პოლკში; 1918 წლის აპრილში მონაწილეობდა სამეგრელოში ბოლშევიკთა მიერ მოწყობილი ამბოხების ჩახშობაში; ფოთის სახალხო გვარდიამ თავის ხელმძღვანელად აირჩია; 1918 წლის ივნისში აფხაზეთში ბოლშევიკური გამოსვლების დროს ახალ ათონთან დაამარცხა 1000-მდე მეამბოხე; დაიღუპა მთებში უკანდახეულ მოწინააღმდეგესთან შეტაკებაში; ოფიცერი. წყარო: შალვა ნესტორი ძე ელიაძე //თეატრი და ცხოვრება .- 1918.- 7 ივლისი.-№10.- გვ. 11 (dspace.nplg.gov.ge); amp.ka.shops-net.com Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |